Loading data...
რუმინეთში ნავთობის ქარხანაში აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა

რუმინეთის ქალაქ პლოეშტიში Petrotel Lukoil-ის ნავთობის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი ემსხვერპლა და 13 დაშავდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ 21 ოქტომბერს უნგრეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში, რომელიც დუნაის მახლობლად მდებარეობს, ასევე აფეთქება მოხდა.

ორივე საწარმოში რუსული ნავთობის გადამუშავება ხდება.