რუმინეთში დრონი ჩამოვარდა
20 აგვისტოს ღამეს დრონმა რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ სოციალურ ქსელში განაცხადა.
უწყების განცხადებით, ადგილობრივი დროით გამთენიის 02:23 საათზე რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს რადარის სამეთვალყურეო სისტემამ „უკრაინის საზღვართან საჰაერო სამიზნეების ჯგუფი“ დააფიქსირა.
სიტუაციის მონიტორინგის მიზნით, რუმინეთმა ორი ესპანური F-18 ტიპის თვითმფრინავი ააფრინა. გარდა ამისა, საჰაერო დაზვერვისთვის რუმინეთის საჰაერო ძალების IAR-330 SOCAT ვერტმფრენი აფრინდა.
დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში გალატის ქალაქიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 13 კილომეტრში შევიდა და დილის 03:24 საათზე ტულჩეას ოლქის სოფელ გრინდუს ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 4 კილომეტრში, დაუსახლებელ ტერიტორიაზე ჩამოვარდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ინციდენტის ადგილზე სამხედროების ჯგუფი გაგზავნეს.
În noaptea de miercuri spre joi, 20 august, sistemul de supraveghere radar al MApN a detectat, la ora 02.23, un grup de ținte aeriene în proximitatea frontierei cu Ucraina.
— MApN (@MApNRomania) August 20, 2026
Două aeronave F-18 ale Forțelor Aeriene și Spațiale Spaniole au fost ridicate de la sol pentru… pic.twitter.com/HIXA2gckPv