Loading data...
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებს ულტრამემარჯვენე ჯორჯ სიმიონი იგებს

რუმინეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ, ხმების 100% დათვლის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯ სიმიონი ლიდერობს. ინფორმაციაზე რუმინული მედია საუბრობს. 

როგორც აღმოჩნდა, სიმიონს ამომრჩეველთა 40,96%-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე, ბუქარესტის მოქმედი მერი ნიკუშორ დანი, ხმათა 20,99%-ით გავიდა.

მმართველი კოალიციის კანდიდატმა კრინ ანტონესკუმ ხმათა 20,07% მიიღო, რითაც მესამე ადგილი დაიკავა და დამარცხებაც, უკვე, აღიარა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური რუმინეთში 18 მაისს ჩატარდება. ერთმანეთს სიმიონი და დანი დაუპირისპირდებიან.