Loading data...
ტრამპი ჰოლივუდის გადასარჩენად: ფილმებს, რომლებიც ამერიკაში არ იქნება გადაღებული, 100%-იანი ტარიფები დაუწესდება

დონალდ ტრამპი ამერიკის კინოინდუსტრიის გადარჩენას გეგმავს. მისი განცხადებით, 100%-იანი ტარიფები დაუწესდება ფილმებს, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაიღებენ. ინფორმაციაზე ის სოციალურ ქსელში საუბრობს

„ჰოლივუდი, ამერიკის მრავალ სხვა რეგიონთან ერთად, განადგურებულია. კინოინდუსტრია სწრაფ ტემპში კვდება. ჩვენს რეჟისორებს სამუშაოდ საზღვარგარეთ ეპატიჟებიან. ეს ძალისხმევა სხვა ერების მიერაა შეთანხმებული და ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს! რაც, ცალსახად, პროპაგანდა და გზავნილია, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ! ამიტომ, აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტს უფლებამოსილებას ვაძლევ, 100%-იანი ტარიფი დაუწესოს ამერიკაში შემოსულ ყველა ფილმს, რომელიც უცხო ქვეყანაში იქნება გადაღებული. 

ჩვენ, კვლავ, აშშ-ში შექმნილი ფილმები გვინდა!“ - დაწერა დონალდ ტრამპმა.