1741688094
უცხოეთი
რუბიომ საუდის არაბეთში ზელენსკისთან არაფორმალური კომუნიკაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ საუდის არაბეთში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან არაფორმალური კომუნიკაციის შესაძლებლობა არ გამორიცხა. მის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
ჯიდაში ზელენსკისთან შეხვედრის შესაძლებლობაზე კომენტარის გაკეთებისას რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი არ მონაწილეობს უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებებში.
კითხვას, შესაძლებელია თუ არა ზელენსკისთან არაფორმალური კომუნიკაცია, რუბიომ უპასუხა: „პოტენციურად. როგორც ვთქვი, დიდი ალბათობით, ის [ზელენსკი] პირდაპირ დაუკავშირდება პრეზიდენტს [დონალდ ტრამპს], მაგრამ ეს შესაძლებელია“.
ცნობისთვის, საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო.