Loading data...
საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო

საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა დაიწყო.

მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის მხრიდან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი მაიკ უოლცი. უკრაინულ დელეგაციას შეხვედრაზე წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.

„საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების შეხვედრა იწყება“, - ნათქვამია განცხადებაში.

საუდის არაბეთში ასევე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პრინც სალმანს შეხვდა. ზელენსკი აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.