Loading data...
რუბიო: სანქციების დაწესების მიუხედავად, აშშ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, სანქციების დაწესების მიუხედავად, აშშ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის კვლავ მზად არის.

„ჩვენ მაინც გვსურს რუსებთან შეხვედრა. მე კარგი საუბარი მქონდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან  და ჩვენ გავაგრძელებთ ამ დისკუსიას“, - აღნიშნა რუბიომ.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ყოველთვის „დაინტერესებული იქნება თანამშრომლობით, თუ არსებობს მშვიდობის მიღწევის შესაძლებლობა“.

„პრეზიდენტმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ განაცხადა, რომ გარკვეულ მომენტში მას რაღაცის გაკეთება მოუწევდა, თუ სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით პროგრესს ვერ მიაღწევდა. დღეს მან გადაწყვიტა რაღაცის გაკეთება“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.