1766315161
უცხოეთი
რუბიო: რუსეთი და უკრაინა ომის დასასრულებლად კომპრომისზე უნდა წავიდნენ
რუსეთისა და უკრაინის ხელისუფლება ომის დასასრულებლად მოლაპარაკებებში კომპრომისებზე უნდა წავიდნენ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა. იტყობინება Independent.
მან აღნიშნა, რომ ომის დასრულება ორივე მხარისგან „რაღაცის დათმობას“ მოითხოვს და აშშ იკვლევს, „რის გაკეთებას აპირებს ორივე მხარე“.
„არ ვიცი, სურს თუ არა პუტინს გარიგების დადება თუ მთელი ქვეყნის ხელში ჩაგდება. ის ამაზე ღიად საუბრობს. ჩვენ ვიცით, რა სურდა მას ომის დაწყებისას. მან ამ მიზნებს ვერ მიაღწია“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.