Loading data...
რუბიო: „ჰამასთან“ მოლაპარაკებები იმ დღეს ჩაიშალა, როდესაც მაკრონმა მიიღო ცალმხრივი გადაწყვეტილება, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს თქმით, საფრანგეთის განცხადებამ, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლა გამოიწვია და პალესტინის ტერორისტულ დაჯგუფება გაამხნევა. 

„ჰამასთან“ მოლაპარაკებები იმ დღეს ჩაიშალა, როდესაც [საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ] მაკრონმა მიიღო ცალმხრივი გადაწყვეტილება, აღიაროს პალესტინის სახელმწიფო“, - განაცხადა რუბიომ Catholic Eternal Word Television Network-თან ინტერვიუში.

„შემდეგ კი სხვა ადამიანები გამოდიან წინ, სხვა ქვეყნები ამბობენ: „თუ სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება, ჩვენ პალესტინის სახელმწიფოს ვაღიარებთ“. მე რომ „ჰამასი“ ვიყო, ფაქტობრივად, დავასკვნიდი, რომ, მოდით, ნუ შევათანხმებთ ცეცხლის შეწყვეტას, შეიძლება ჯილდო მივიღოთ, შეგვიძლია, ეს გამარჯვებად ჩავთვალოთ“, - აღნიშნა რუბიომ.

„ამგვარად, ამ გზავნილებმა, მიუხედავად იმისა, რომ მათი აზრით, დიდწილად სიმბოლურია, სინამდვილეში გაართულა მშვიდობის დამყარება და „ჰამასთან“ შეთანხმების მიღწევა“, - დაასკვნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.