Loading data...
რუბიო ჩარლი კირკის მკვლელობაზე: ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, კონსერვატიული პოლიტიკური აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობა „მიზანმიმართული თავდასხმა“ იყო. 

„ჩვენ უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა პოლიტიკურ ღონისძიებაზე მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურის წინააღმდეგ. და ირონიულად, ამერიკულ პოლიტიკაში დარჩენილი მცირერიცხოვანი ადამიანებიდან ერთ-ერთი აქტიურად იყო ჩართული დიალოგსა და დებატებში.

მისი ღონისძიებები სიტყვასიტყვით მოუწოდებდა ხალხს, მისულიყვნენ და ესაუბრათ, შეთანხმებულიყვნენ მასთან. ეს არის ის, რაც ამერიკულ პოლიტიკას აკლია და მსოფლიოს წინაშე სიკვდილით დასჯა და ასეთი მოვლენა აღმაშფოთებელია“, - განაცხადა მარკო რუბიომ. 

მისივე თქმით, ენდობა ადგილზე მყოფ გამომძიებლებს.

„FBI მსოფლიოში საუკეთესო საგამოძიებო დანაყოფია... ვფიქრობ, ახლა უბრალოდ უნდა მივცეთ გამომძიებლებს საშუალება, რომ თავიანთი საქმე გააკეთონ“, - აღნიშნა რუბიომ.

ცნობისთვის, FBI-მ ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა და მის მოსაძებნად 100 000 დოლარის ჯილდო დააწესა