Loading data...
FBI-მ ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა და მის მოსაძებნად 100 000 დოლარის ჯილდო დააწესა

გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) ცნობილი კონსერვატიული პოლიტიკური აქტივისტის ჩარლი კირკის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას მის იდენტიფიცირებაში დახმარებას სთხოვს. 

FBI-ი 100 000 დოლარამდე ჯილდოს აწესებს ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ჩარლი კირკის მკვლელობაში პასუხისმგებელი პირის, ან პირების იდენტიფიცირებას და დაკავებას.

ცნობისთვის, 31 წლის კონსერვატორ კომენტატორ ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კირკი, რომელიც დონალდ ტრამპის მოკავშირედ მიიჩნეოდა, კონსერვატიული სტუდენტური მოძრაობის ხელმძღვანელი იყო.

ჩარლი კირკის მკვლელს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, თავდამსხმელი სახურავიდან გადახტა და მიიმალა.