Loading data...
რუბიო: აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას ირანთან ომის დასრულების შემდეგ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში ირანთან ომის დასრულების შემდეგ მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას.

„ამ ყველაფრის დასრულებისა და ჩვენი მიზნების მიღწევისთანავე, ერთ-ერთი დაუყოვნებელი გამოწვევა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდებით, არის ირანი, რომელმაც შეიძლება გადაწყვიტოს, რომ სურს ჰორმუზის სრუტეში გადასახადის სისტემის შექმნა. ეს არა მხოლოდ უკანონოა, არამედ მიუღებელია, საშიშია მსოფლიოსთვის და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ჰქონდეს გეგმა ამის დასაძლევად“, - განაცხადა რუბიომ  საფრანგეთში G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, აშშ ომის შემდგომ ძალისხმევაში ჩაერთვება, მაგრამ ევროპისა და აზიის ქვეყნებს ბევრი რამ აქვთ სასწორზე და დიდი წვლილი უნდა შეიტანონ.