1773408742
უცხოეთი
როტერდამის სინაგოგაზე ცეცხლის წაკიდების ფაქტზე ნიდერლანდების პოლიციამ 4 მამაკაცი დააკავა
ნიდერლანდების პოლიციამ განაცხადა, რომ როტერდამის სინაგოგაზე 13 მარტის ღამეს ცეცხლის წაკიდების ფაქტზე ოთხი ეჭვმიტანილი დააკავეს.
როტერდამის პოლიციის ცნობით, ხანძარი სალოცავ ადგილას ადგილობრივი დროით დაახლოებით გამთენიის 03:40 საათზე გაჩნდა.
პოლიციის განცხადებით, ხანძარი სინაგოგაში ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია. ამავე ცნობით, ხანძარი მცირე ხნით გაჩნდა, რის შემდეგაც თავისით ჩაქრა და არავინ დაშავებულა.
პოლიციის ინფორმაციით, ოთხი ეჭვმიტანილი სხვა სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ეჭვმიტანილები 19, 18 და 17 წლის მამაკაცები არიან.