1786906356
უცხოეთი
როსტოვის ოლქზე იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - რუსული მხარე
„როსტოვის რეგიონში საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა,“ - განაცხადა გუბერნატორმა იური სლიუსარმა.
გუბერნატორის თქმით, დაშავდა ერთი ადამიანი, 150-ზე მეტი დრონი კი ჩამოაგდეს.
გარდა ამისა, გუბერნატორმა თავის ტელეგრამ არხზე აღნიშნა, რომ კამენსკში რამდენიმე შენობა დაზიანდა.
„დონეცკში, როსტოვის ოლქში, კერძო სახლის სახურავი და ელექტროგაყვანილობა განადგურდა“, - წერს სლიუსარი.