1757148673
უცხოეთი
როსტოვის ოლქში გემი მეჩეჩზე გაიჭედა

რუსეთის როსტოვის ოლქში, მდინარე დონზე ხორბლით დატვირთული გემი, „რუსიჩი-5“ მეჩეჩზე გაიჭედა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ინციდენტი ჰიდროკვანძიდან გამოსვლისას, დასახლება კონსტანტინოვსკთან მოხდა. გემის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის შედეგად წყალში საწვავი არ ჩაღვრილა.