1745232923
უცხოეთი
რომში, პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

იტალიის დედაქალაქში რომის პაპის გარდაცვალებასთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ANSA იტყობინება.
პრეფექტსა და რომის პოლიციის უფროსს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ შემუშავდა გეგმა, რის შემდეგაც სამართალდამცველების კონტინგენტები წმინდა პეტრეს მოედანზე გაგზავნეს.
რომის პრეფექტმა ადგილობრივი დროით 11:30 საათზე დანიშნა საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების ადგილობრივი კომიტეტის საგანგებო სხდომა.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს, ვატიკანში, კაზა სანტა მარტაში, თავის რეზიდენციაში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.