Loading data...
რომში მე-13 საუკუნის კონტის ისტორიული კოშკის ნაწილი ჩამოინგრა - არიან დაშავებულები

რომში შუა საუკუნეების ისტორიული კოშკი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები. 

ინციდენტის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. ორს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.

გამოცემის ცნობით, რომში, კოლიზეუმთან ახლოს მდებარე მე-13 საუკუნის კონტის კოშკის ნაწილი მისი რეკონსტრუქციის სამუშაოების დროს ჩამოინგრა.

მეოთხე მუშა ნანგრევებში მოჰყვა და მისი გამოყვანის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, თუმცა მაშველების განცხადებით, ის ცოცხალია.

პოლიციამ შემთხვევის ადგილას მაშველებისა და სასწრაფო დახმარების სამსახურის მუშაობის გასაადვილებლად ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა დროებით აკრძალა.