1794919063
უცხოეთი
რომის პაპს პერუში ვიზიტის დროს, სახეში კრიალოსანი ესროლეს
რომის პაპს ლეო XIV-ს პერუს დედაქალაქ ლიმაში ვიზიტის დროს, წირვის დაწყებამდე პაპმობილით გადაადგილებისას, პატარა კრიალოსანი სახეში ესროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„პონტიფიკოსს პატარა კრიალოსანი მოხვდა სახეში, მაშინ როდესაც ბოლო წირვის დაწყებამდე მორწმუნეებს ესალმებოდა“, - წერს რადიო RPP.
RPP-ის ცნობით, ინციდენტს გავლენა არ მოუხდენია წირვის გაგრძელებაზე.
პერუში რომის პაპის ხუთდღიანი ვიზიტი დასრულდა, რომელსაც დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანი დაესწრო.
აღსანიშნავია, რომ რომის პაპი პერუში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა.