Loading data...
რომის პაპის გარდაცვალება, შესაძლოა, ინსულტით ყოფილიყო გამოწვეული - გაზეთი La Repubblica

„რომის პაპის ფრანცისკეს გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი, შესაძლოა, ინსულტი ყოფილიყო“, - ამის შესახებ იტალიური გაზეთი La Repubblica წერს. 

„უახლოეს საათებში, წმინდა საყდარი ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს, სადაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზები იქნება დასახელებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, 21 აპრილს რომის პაპი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

წინა დღით, პონტიფიკოსმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მორწმუნეებს მიმართა.