Loading data...
რომის პაპი: უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმები მოსახლეობას ზამთრის სიცივის წინაშე დაუცველს ტოვებს, ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს

რომის პაპმა ლეო XIV-მ მორწმუნეებს მოუწოდა, მშვიდობისთვის ილოცონ. 

როგორც vaticannews-ი აღნიშნავს, პონტიფიკოსმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უკრაინაზე, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა რეგიონებზე, სადაც კონფლიქტებია. 

რომის პაპის თქმით, ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს.

წმინდა პეტრეს მოედანზე ლოცვის წაკითხვის შემდეგ, პაპმა აღნიშნა, რომ „უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული თავდასხმები ქვეყანაში მშვიდობიან მოსახლეობას ზამთრის სიცივის წინაშე დაუცველს ტოვებს“.

„მწუხარებით ვადევნებ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, ახლოს ვარ მათთან, ვინც იტანჯება და ვლოცულობ მათთვის. გაჭიანურებულ კონფლიქტს მუდმივად სერიოზულ შედეგები მოაქვს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, აფართოებს უფსკრულს ხალხებს შორის და ხელს უშლის სამართლიან და მდგრად მშვიდობას“, – აცხადებს რომის პაპი.