Loading data...
რომის პაპი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს შეხვდა

რომის პაპი ლეო XIV ვატიკანში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელს, მიტროპოლიტ ანტონის შეხვდა, რომელიც რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილებას უდგას სათავეში. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

ვატიკანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რომის პაპმა 26 ივლისს 6 სტუმარი მიიღო. აქედან მეოთხე ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი იყო, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო განყოფილებას უდგას სათავეში.

ეს ლეო XIV-ს პირველი შეხვედრაა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან 18 მაისის შემდეგ, როდესაც მისი ინტრონიზაცია გაიმართა.

მიმდინარე წლის მაისში რომის პაპი მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკების გამართვის ინიციატივით გამოვიდა. ივნისის დასაწყისში ლეო XIV ტელეფონით ვლადიმერ პუტინს ესაუბრა და მას უკრაინაში მშვიდობისკენ მოუწოდა.

ლეო XIV-ს და მიტროპოლიტ ანტონის მოლაპარაკების დეტალები უცნობია.