Loading data...
რომის პაპი: ისინი, ვინც ომებს აჩაღებენ, ყველას გვართმევენ მშვიდობიანი მომავლის შანსს

რომის პაპმა ლეო XIV-მ ომების გამჩაღებლებს და დედამიწის რესურსების მითვისების მსურველებს ქურდები უწოდა, რომლებიც მსოფლიოს მშვიდობიან მომავალს ართმევენ.

„ეს კვლავ გაფრთხილებად რჩება სულ უფრო და უფრო მძლავრი ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ. ვიმედოვნებ, რომ გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე სიბრძნე და პასუხისმგებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს, რათა ატომური ენერგია ყოველთვის სიცოცხლისა და მშვიდობის მხარდასაჭერად გამოიყენონ.

არ დაგვავიწყდეს ის ქურდებიც, რომლებიც დედამიწის რესურსების ძარცვით, სისხლიანი ომებით ან ბოროტების ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერით, უბრალოდ ყველას გვართმევენ მშვიდობიანი და მშვიდი მომავლის შანსს“, - აღნიშნა რომის პაპმა.