Loading data...
რომის პაპი: იმედი მაქვს, „ჰამასი“ სამშვიდობო გეგმას დადგენილ ვადებში მიიღებს

ღაზას სექტორში ომის დასრულებასთან დაკავშირებით თეთრი სახლის ლიდერის დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველ გეგმას რომის პაპი ლეო XIV გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ „ჰამასი“ ტრამპის სამშვიდობო გეგმას მხარს დაუჭერს. 

„გეგმაში ძალიან საინტერესო ელემენტებია. იმედი მაქვს, რომ „ჰამასი“ მას დადგენილ ვადებში მიიღებს“, – განაცხადა რომის პაპმა.

30 სექტემბერს თეთრმა სახლმა ღაზაში კონფლიქტის დასასრულებლად დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველი გეგმა გამოაქვეყნა.

ტრამპის გეგმა 20 პუნქტისგან შედგება, მათ შორის არის - ღაზა „დერადიკალიზებული, ტერორიზმისგან თავისუფალი ზონა იქნება, მეზობლებს საფრთხეს არ შეუქმნის და მისი განვითარება მოხდება ღაზას მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.

თეთრი სახლის ლიდერის გეგმებს პალესტინის ადმინისტრაციაში გამოეხმაურნენ.

„პალესტინის ადმინისტრაცია მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გულწრფელ და მტკიცე ძალისხმევას ღაზაში ომის დასასრულებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.