Loading data...
რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა

რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.

„ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ“, - განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა ვოდეო მიმართვაში.

ცნობისთვის, გუშინ სააღდგომო მიმართვა, რომის პაპის ნაცვლად, არქიეპისკოპოსმა დიეგო რაველიმ წაიკითხა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი წმინდა პეტრეს ტაძრის აივანზე სულ რამდენიმე წუთით გამოჩნდა.

პაპი არც სააღდგომო მესას დასწრებია.