1790615938
უცხოეთი
რომის პაპი: აუცილებელია მოთმინებით აღჭურვილი დიალოგის წარმართვა, მოლაპარაკებებისას სიმამაცის გამოჩენა და მზადყოფნა გარკვეული პოზიციების დასათმობად ევროპაში მშვიდობისთვის
„აუცილებელია მოთმინებით აღჭურვილი დიალოგის წარმართვა, მოლაპარაკებებისას სიმამაცის გამოჩენა და მზადყოფნა გარკვეული პოზიციების დასათმობად ევროპაში მშვიდობისთვის“, – ამის შესახებ რომის პაპმა, ლეო XIV-მ საფრანგეთის ქალაქ მეცში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, დღეს, სამწუხაროდ, ომი კვლავ დაბრუნდა, მათ შორის ევროპაშიც და ეს არის ახალი „უაზრო ხოცვა-ჟლეტა“, რომელიც ყოველდღიურად უამრავ მშვიდობიან მსხვერპლს იწირავს.
„საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: ნამდვილად ვიღებთ თუ არა შემოქმედებით ძალისხმევას მსოფლიო მშვიდობის ხელშესაწყობად, თუ უბრალოდ ვცდილობთ, შევაჩეროთ ომისგან გამოწვეული სისხლდენა და უკეთ მოვემზადოთ იმ ომისთვის, რომელიც, ჩვენი ვარაუდით, ჯერ კიდევ წინ გველის“, – აღნიშნა რომის პაპმა.