1749388768
უცხოეთი
რომი პაპი ნაციონალისტურ პოლიტიკურ მოძრაობებს აკრიტიკებს

რომი პაპი ლეო XIV ნაციონალისტურ პოლიტიკური მოძრაობების აღზევებას აკრიტიკებს, - ამის შესახებ მან წმინდა პეტრეს მოედანზე საკვირაო მესის დროს ისაუბრა.
პაპმა ლეომ კონკრეტული ქვეყნები ან ეროვნული ლიდერები არ დაასახელა.
ქადაგებისას პონტიფიკოსმა უფალს შესთხოვა, რომ „გახსნას საზღვრები, დაანგრიოს კედლები და გაფანტოს სიძულვილი“.
„სადაც არს სიყვარული, იქ არ არის ადგილი ცრურწმენებისთვის, „უსაფრთხოების“ ზონებისთვის, რომლებიც ჩვენ მეზობლებისგან გვმიჯნავს, აღმატებული აზროვნებისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, ასევე, აღზევებულს პოლიტიკურ ნაციონალიზმში“, - განაცხადა რომის პაპმა.
რომის პაპის თქმით, „სული წმინდა ანგრევს ბარიერებს და ანადგურებს გულგრილობისა და სიძულვილის კედლებს, რადგან ის გვასწავლის და გვახსენებს მაცხოვრის სიტყვებს“.