Loading data...
რობერტ ფიცო: როცა პუტინს ვხვდები ყველა მაკრიტიკებს, მაგრამ როცა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ვბრუნდები, ბრიუსელის საპირფარეშოებში ყველა სათითაოდ მეკითხება, რა თქვა მან

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, როცა ის მოსკოვში ჩადის და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრება, დაბრუნებისთანავე ბრიუსელის საპირფარეშოებში მას ყველა ეკითხება, თუ რა ილაპარაკა კრემლის ლიდერმა.

ფიცოს თქმით, თუ ევროპელებს ასე აინტერესებთ პუტინთან საუბარი, მაშინ თავად უნდა ჩავიდნენ მოსკოვში და დაელაპარაკონ მას.

„ვხვდები პუტინს და ყველა მაკრიტიკებს. ხოლო, როცა პუტინთან შეხვედრიდან ვბრუნდები, ბრიუსელის საპირფარეშოებში ყველა სათითაოდ მეკითხება, თუ რა თქვა მან. მაშ, რატომ არ ჩადიან თავად და არ ელაპარაკებიან მას?“ - აცხადებს სლოვაკეთის პრემიერი.