რობერტ ფიცო: ომის გაგრძელება უბრალოდ უაზრო მკვლელობაა სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციების გაძლიერების გარეშე
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, ევროკომისიის წინადადებას არანაირ გარემოებებში არ დაუჭერს მხარს.
რობერტ ფიცოს თქმით, ამის შესახებ ოფიციალური წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას უკვე გაუგზავნა.
„ნათლად და ცალსახად გამოვხატავ ჩემს პოზიციას უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია არასწორი და არაეფექტურია, ხოლო ომის გაგრძელება უბრალოდ უაზრო მკვლელობაა სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციების გაძლიერების გარეშე.
არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას. ამავდროულად, პატივს ვცემ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნავს სლოვაკეთის პრემიერი.
SLOVAKIA WILL NOT BE PART OF PLANS THAT ONLY PROLONG SUFFERING AND KILLING.
— Robert Fico 🇸🇰 (@RobertFicoSVK) December 11, 2025
At the upcoming European Council, I will not support any solution that would finance Ukraine’s military expenditures.
💬 Letter to the President of the European Council, António Costa @eucopresident,… pic.twitter.com/Ge7j1mhgDH