Loading data...
რობერტ ფიცო: დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს

დასავლეთში ზოგიერთი პოლიტიკოსი რუსეთსა და ნატოს შორის კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობს, მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის დამარცხების სტრატეგია „წარუმატებელი“ აღმოჩნდა, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა

მისი თქმით, ევროპა უკრაინაში ომის შედეგად ფართომასშტაბიანი კონფლიქტის დაწყებასთან ახლა ყველაზე ახლოს არის.

როგორც ფიცომ აღნიშნა, ევროპა „სასიკვდილო საფრთხის“ წინაშე დგას“.

„ევროპა „სასიკვდილო საფრთხის“ წინაშე დგას, რადგან დასავლეთი უკრაინის მხარდაჭერით ცეცხლზე ნავთს ასხამს. უკრაინაში ომის გზით რუსეთის განადგურების სტრატეგიის მარცხმა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი მიიყვანა დასკვნამდე, რომ თუ მიზნის მიღწევა უკრაინის არმიისა და მისი სრული მხარდაჭერის მეშვეობით შეუძლებელია, მაშინ ყველა ღონე უნდა იქნეს გამოყენებული ნატოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის გამოსაწვევად“, - განაცხადა ფიცომ.

როგორც ფიცო დასძენს, უკრაინაში მიმდინარე ომი არც სლოვაკეთის და არც ნატოს ომი არ არის.