რობერტ ფიცო აცხადებს, რომ პუტინი მზად არის ზელენსკის არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სხვაგანაც შეხვდეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, მასთან საუბრისას კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა მზადყოფნა გამოთქვა, შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „ნებისმიერ ადგილას“ და არა მხოლოდ მოსკოვში.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ზელენსკიმ მასთან შეხვედრისას ნათლად განაცხადა, რომ მზად ის მზად არის პუტინთან შესახვედრად.
„პრეზიდენტ ზელენსკის პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა პოლიტიკურად არანაირ სარგებელს არ მოუტანდა და რა თქმა უნდა, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არ იქნებოდნენ აღფრთოვანებულები, თუ პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდებოდა.
თუმცა, ორივე მხარე ხვდება, მიუხედავად იმისა, რომ ამან შეიძლება პოლიტიკური ზიანი მიაყენოს, აუცილებელია შეხვედრა და ამ საკითხის განხილვა, რადგან თუ ისინი მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ, ომი გაგრძელდება“, - აცხადებს რობერტ ფიცო.
მან ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება აუცილებელია.