რობერტ ფიცო ამტკიცებს, რომ ტრამპისა და პუტინის შეხვედრის დასასრულის მიუხედავად, უკრაინა დაზარალდება!

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, როგორც არ უნდა დასრულდეს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ერთადერთი დაზარალებული მაინც, კიევი იქნება. ამის შესახებ ფიცომ სოციალურ ქსელში ისაუბრა.
სლოვაკეთის პრემიერი ირწმუნება, რომ უახლოეს კვირებში მოსალოდნელი ამბები, არც ისე სასიამოვნო გამოდგება.
„გახსოვთ, ძველი აფრიკული სიბრძნე, რომელსაც ხშირად ვიმეორებ ხოლმე? - არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებენ სპილოები! ბალახია ის, რაც იტანჯება. ამიტომ ვამბობ, როგორც არ უნდა დასრულდეს 15 აგვისტოს საუბარი, ბალახია - რაც იტანჯება, ამ შემთხვევაში, უკრაინა!“, - აღნიშნა ფიცომ.
სლოვაკეთის პრემიერის განცხადებით, აუცილებელია ორი ქვეყანა სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტას დათანხმდეს.
„ყველა დავინახავთ, როგორ ეცდებიან ერთმანეთს გადაასწრონ რუსეთისკენ გაქცევა იმ ადამიანებმა, ვინც დღეს მას ყველაზე ცუდი სიტყვებით მოიხსენიებს. ამ უზარმაზარ ქვეყანაში, ისინი „ბიზნესის შესაძლებლობების“ ძიებას დაიწყებენ“, - ამბობს ფიცო.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 15 აგვისტოს, ალასკაზე იგეგმება.