Loading data...
რობერტ ფიცო: უკრაინამ ევროკავშირს დამატებით 70 მილიარდი ევროს გამოყოფის თხოვნით მიმართა, თუმცა ამ ინიციატივას სლოვაკეთი და უნგრეთი არ შეუერთდებიან

უკრაინამ ევროკავშირს 2027 წლისთვის დამატებითი დახმარების სახით 70 მილიარდი ევროს გამოყოფა სთხოვა, თუმცა სლოვაკეთი და უნგრეთი ამ ინიციატივას არ შეუერთდებიან, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა. 

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მომავალი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებების უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირება „სახიფათო“ იქნება.

ფიცოს თქმით, სლოვაკეთს სურს უკრაინის მხარდაჭერა სხვა გზებით, მაგალითად, განათლების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული კავშირების სფეროში პროექტების მეშვეობით, თუმცა ევროკავშირისგან კიდევ ერთ პოტენციურ სესხს არ შეუერთდება.

ამასთან, სლოვაკეთის პრემიერის თქმით,  ამ პოზიციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარიც შეუერთდა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა ის ფაქტი, რომ, ბრიუსელში გამართულ სამიტზე საკმარისი ყურადღება არ დაეთმო სამშვიდობო ინიციატივებსა და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების საკითხს.