Loading data...
რობერტ ფიცო: ძალიან ვწუხვარ, რომ ევროკავშირი ასეთ უმნიშვნელო როლს ასრულებს საერთაშორისო პოლიტიკაში

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ ევროკავშირი პოლიტიკური ლიდერობის ნაკლებობის გამო გააკრიტიკა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ევროკავშირი ასეთ უმნიშვნელო როლს ასრულებს საერთაშორისო პოლიტიკაში“, – განაცხადა ფიცომ კიევში უკრაინის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, გაუგებარია, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ ორგანიზაციას, 500 მილიონზე მეტი მოსახლეობით, არ შეეძლოს, შეუერთდეს ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობდა რუსეთ-უკრაინის „საშინელი ომის დასრულებას“.

ამასთან, ფიცომ დაადასტურა სლოვაკეთის მზადყოფნა, თავის ტერიტორიაზე შედარებით დაბალი დონის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებები მომავალ კვირას არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გაიმართება და ყურადღება მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე გამახვილდება.