სტივ უიტკოფი: აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართება
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებები მომავალ კვირას არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გაიმართება და ყურადღება მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე გამახვილდება. ამის შესახებ უიტკოფმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, 10–11 ნოემბერს დაგეგმილი დისკუსიები დაეთმობა ომის შემდგომ შეთანხმებებს უსაფრთხოების საკითხებზე, დეესკალაციას, ჰუმანიტარულ ღონისძიებებსა და მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებს.
ამასთან, უიტკოფმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში ამერიკული დელეგაცია ბრიუსელში საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს, ევროპის ომის შემდგომი უსაფრთხოების არქიტექტურასა და უკრაინის რეკონსტრუქციის მხარდასაჭერ ეკონომიკურ შესაძლებლობებს განიხილავენ.
„ჩვენ მოუთმენლად ველით კიევში, ოსლოსა და სანქტ-პეტერბურგში მიღწეული პროგრესის გაგრძელებას ყოვლისმომცველი, მდგრადი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის გზაზე, რომელიც მომავალი თაობებისთვის გრძელვადიან უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - დაწერა უიტკოფმა.
The United States will mediate working-level negotiations between Ukraine and Russia on November 10–11 in Abu Dhabi, advancing President Trump’s mission to end the war. Discussions will focus on post-war security arrangements, de-escalation, humanitarian efforts, and next steps toward peace. Additionally, American negotiators will meet this week in Brussels with representatives from France, Germany, the United Kingdom, the EU, and NATO to discuss security guarantees for Ukraine, Europe’s post-war security architecture, and economic opportunities to support Ukraine’s reconstruction. We look forward to building on the progress made in Kyiv, Oslo, and St. Petersburg toward a comprehensive, durable peace agreement that delivers lasting security for generations to come.
— Special Envoy Steve Witkoff (@SEPeaceMissions) November 2, 2026