1765949114
უცხოეთი
რობ რაინერის შვილს მშობლების მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს - ბრალდებები სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს
ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელის ვაჟს, ნიკ რაინერს, რომელიც მშობლების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობის ორი მუხლით წაუყენეს.
როგორც ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურორმა, ნეითან ჰოკმანმა განაცხადა, ბრალდებები მაქსიმალურ სასჯელს – სამუდამო პატიმრობას პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
პროკურორის განცხადებით, ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება, მოითხოვენ თუ არა მის სიკვდილით დასჯას. მისივე თქმით, ნიკ რაინერს ასევე ედება ბრალი საშიში და სასიკვდილო იარაღის პირადი მოხმარებისთვის გამოყენებაში.
მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.