რიო-დე-ჟანეიროში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა - სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა
რიო-დე-ჟანეიროს საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად მდებარე ფაველების რაიონში, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პოლიციის მიერ ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის დროს, სულ მცირე, 60 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, დაღუპულებს შორის 4 სამართალდამცველია.
რეიდმა, რომელიც რიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იყო, ალემანუსა და პენჰას ფაველებში, სადაც დაახლოებით 300 000 ადამიანი ცხოვრობს, სასტიკი სროლა გამოიწვია.
რიოს გუბერნატორმა კლაუდიო კასტრომ ქალაქში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა 2010 წელს რეგიონში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.
„ეს არ არის ჩვეულებრივი დანაშაული, ეს ნარკოტერორიზმია“, - განაცხადა კასტრომ სოციალურ მედიით გავრცელებულ ვიდეოში.
როგორც „გარდიანი“ წერს, დაკავებულია 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
მასშტაბურ სპეცოპერაციაში უშიშროების 2 500 თანამშრომელი და 32 ჯავშანტრანსპორტიორი მონაწილეობდნენ.
სპეცოპერაცია გაეროს კლიმატის ცვლილების 30-ე კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარდა, რომელიც ბრაზილიაში, ქალაქ ბელემში 10-დან 21 ნოემბრამდე გაიმართება.