Loading data...
რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ზელენსკის ყოფილ პრესსპიკერს იულია მენდელს სტრასბურგში მდებარე ევროპარლამენტის შენობაში შესვლა აუკრძალეს

„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტის რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით,  უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ პრესსპიკერს, იულია მენდელს სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში შესვლა აუკრძალეს. 

იოზვიაკის თქმით, მენდელი 17 სექტემბერს ულტრა-მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო.

„ზელენსკის ყოფილ პრესსპიკერს, იულია მენდელს, სტრასბურგში, ევროპის პარლამენტში შესვლა აუკრძალეს. ის ხვალ იქ პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე უნდა გამოსულიყო სიტყვით“, – წერს იოზვიაკი.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილი პრესსპიკერის, იულია მენდელის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.