Loading data...
რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარი დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის უარს სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

„ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმა დარტყმაა გაფართოების პროცესისთვის. მას შეეძლო, დაეჩქარებინა ეს პროცესი, განსაკუთრებით მონტენეგროსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინისა და ალბანეთისთვის“, - წერს რიკარდ იოზვიაკი.

რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი არ დაუჭირეს.