1788083286
უცხოეთი
რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით, ისლანდიელებმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარი არ დაუჭირეს
წინასწარი შედეგებით, ისლანდიაში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი ამ წინადადების მოწინააღმდეგეების გამარჯვებით დასრულდა. ამის შესახებ ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი RUV-ი იტყობინება.
წინასწარი შედეგების მიხედვით, მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგ ამომრჩეველთა 52.5%-მა მისცა ხმა, ხოლო გაწევრიანებას 47.5%-მა დაუჭირა მხარი.
„შედეგი აშკარაა, პასუხია „არა“, – აღნიშნავს ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებელი.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის უცნობია მხოლოდ ერთი საარჩევნო ოლქის – სამხრეთ-დასავლეთის შედეგი, თუმცა, აღნიშნულია, რომ დასათვლელად დარჩენილი ხმების რაოდენობა შედეგს ვეღარ შეცვლის.