რიკარდ იოზვიაკი: ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე, კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება
„რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე.
მისი განცხადებით, მომდევნო შეხვედრა 15 სექტემბერს გაიმართება, ანუ ადრე დაწესებული რუსული სანქციებს მოქმედების ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე.
გარდა ამისა, როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, სლოვაკეთი კვლავ ითხოვს რუსი ბიზნესმენების ალიშერ უსმანოვისა და მიხეილ ფრიდმანის სანქცირებულთა სიიდან ამოღებას. სლოვაკეთის მოთხოვნას საფრანგეთიც შეუერთდა, რაც საკითხს უფრო ართულებს.
„ევროკავშირის ელჩებმა დღესაც ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე. კიდევ ერთი შეხვედრა ორშაბათს გაიმართება, ანუ 15 სექტემბრამდე ერთი დღით ადრე. სლოვაკეთი კვლავ ითხოვს, რომ უსმანოვი და ფრიდმანი სანქცირებულთა სიიდან ამოიღონ, თუმცა საკითხი ახლა კიდევ უფრო გართულდა, რადგან საფრანგეთიც ითხოვს უსმანოვის სანქციების სიიდან ამოღებას“, - დაწერა იოზვიაკმა.
🇪🇺 ambassadors AGAIN failed today to extend the 🇷🇺 sanctions. Another meeting on Monday, one day before the Sep 15 deadline.
— Rikard Jozwiak (@RikardJozwiak) September 11, 2026
🇸🇰 still wants Usmanov & Fridman delisted but the issue is now further complicated as 🇫🇷 also wants Usmanov off the blacklist https://t.co/RiLPtLAbjv