რიაბკოვმა აშშ გააფრთხილა, თავი შეიკავოს ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევისგან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა აშშ გააფრთხილა, რომ თავი შეიკავოს ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევისგან და ასევე, „სპეკულაციური“ განცხადებების გაკეთებისგან. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში აშშ-ის შესაძლო ჩარევის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას რიაბკოვმა განაცხადა: „შეერთებული შტატები მუდმივად ყველა პროცესის წინა ხაზზეა და იმის თქმა, რომ ისინი ადრე არ ერეოდნენ, მაგრამ ახლა ერევიან, არასწორია“.
„სხვა საკითხია, თუ როგორ უყურებენ ისინი ისრაელისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ვაშინგტონს ვაფრთხილებთ ასეთ, თუნდაც სპეკულაციურ, თეორიული ვარიანტებთან დაკავშირებით: ეს მთელი სიტუაციისთვის რადიკალურად დესტაბილიზაციისკენ მიმართული ნაბიჯი იქნება“, - ხაზგასმით აღნიშნა რიაბკოვმა.