Rheinmetall-ის ხელმძღვანელი 2026 წელს უკრაინაში ომის დასრულებას არ ელოდება
გერმანიის სამხედრო კონცერნის, Rheinmetall-ის გენერალური დირექტორი არმინ პაპერგერი 2026 წელს უკრაინაში ომის დასრულებას არ ელოდება. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
პაპერგერს მიაჩნია, რომ რუსეთი ომის დასრულებაში დაინტერესებული არ არის. მან განაცხადა, რომ აუცილებელია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება. ის ამბობს, რომ Rheinmetall მზად არის, რომ უკრაინას დამატებითი სამხედრო ტექნიკა მიაწოდოს.
სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის ცნობით, 2024 წელს მსოფლიოს 100 უმსხვილესი თავდაცვის კომპანიის მოგება 5,9%-ით გაიზარდა და 679 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდა გერმანულ კომპანიებს დაუფიქსირდათ - 36%, იაპონიის კომპანიების შემოსავლის ზრდამ 40% შეადგინა. Rheinmetall გერმანულ კომპანიებში ლიდერია. მისმა მოგებამ 8,2 მლრდ ევრო შეადგინა და მსოფლიო კომპანიებს შორის მე-20 ადგილს იკავებს.