Loading data...
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის თანახმად, გამოკითხული ამერიკელების 70%-ზე მეტი ახალი კონგრესისგან ირანთან ომის დასრულებას ითხოვს

Reuters/Ipsos-ის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 70%-ზე მეტი ახალი კონგრესისგან ირანთან ომის დასრულებას ითხოვს.

კვლევის მიხედვით, ამერიკელთა 71%-ს სურს, აშშ-ის კონგრესმა ირანთან კონფლიქტის დასრულების შესახებ კანონმდებლობა მიიღოს.

ამავდროულად, გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელების ნაწილი შეშფოთებულია შესაძლებლობით, რომ დემოკრატებმა ახალი უფლებამოსილება ტრამპის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის წამოსაწყებად გამოიყენონ.

გამოკითხულთა დაახლოებით 42%-ის განცხადებით, ახალი კონგრესის მიერ ტრამპის იმპიჩმენტის მცდელობა „ქვეყნისთვის ცუდი“ იქნება, ხოლო 33%-ს მიაჩნია, რომ ეს ქვეყანას წაადგება.

ამასთან, გამოკითხულთა 62% მხარს უჭერს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ იმპორტზე დაწესებული ტარიფების გაუქმებას.

Reuters/Ipsos-მა კვლევა ოთხი დღის განმავლობაში, ონლაინ რეჟიმში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა. სულ გამოიკითხა 1705 ზრდასრული ამერიკელი, ცდომილების ზღვარი კი დაახლოებით 2%-ია.