Loading data...
Reuters: ვლადიმერ პუტინის წარმომადგენელმა აშშ-ის ოფიციალურ პირებთან უკრაინაში ომისა და ენერგეტიკული ინიციატივების შესახებ მოლაპარაკებები გამართა

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა ამერიკელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებები გამართა უკრაინაში ომის დასრულების, ასევე, ომის შემდგომ პერიოდში ენერგეტიკულ სექტორში რუსეთ-ამერიკის პოტენციური ინიციატივების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

დმიტრიევის ვიზიტი შეერთებულ შტატებში 28 სექტემბერს შედგა. ოფიციალური პირის თქმით, მოლაპარაკებები „კონსტრუქციული“ იყო.

აშშ-ის ოფიციალური პირის განცხადებით, დმიტრიევი ვაშინგტონში იმყოფებოდა, რათა „გაეგრძელებინა კონსტრუქციული მოლაპარაკებები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და ომის დასრულების შემდეგ აშშ-სა და რუსეთს შორის ენერგეტიკის სფეროში შესაძლო ინიციატივების შესახებ“.