Loading data...
Reuters: თურქეთი კვიპროსში F-16 ტიპის გამანადგურებლების განლაგების საკითხს განიხილავს

თურქეთი კვიპროსში F-16 ტიპის გამანადგურებლების განლაგების საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ „როიტერსს“ თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა განუცხადა.

ინფორმირებული წყაროს ცნობით, F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების განლაგება ერთ-ერთი ღონისძიებაა, რომელიც კვიპროსის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განიხილება.

ცნობისთვის, კვიპროსი პირდაპირ დაზარალდა აშშ-ისრაელის ირანზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ საპასუხო თავდასხმების შედეგად, ირანული წარმოების დრონმა კუნძულზე განლაგებულ ბრიტანულ ბაზას დაარტყა.

კვიპროსის მთავრობამ განაცხადა, რომ დრონი, სავარაუდოდ, ირანის მიერ მხარდაჭერილმა ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰეზბოლამ“ ისროლა და არა თავად ირანიდან.