Reuters: ტრამპს და პუტინს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, რუსული დიზელის საწვავი აშშ-სკენ მიემართება
„ტანკერი, რომელსაც 40 000 მეტრული ტონა რუსული დიზელის საწვავი გადააქვს, ნიუ-იორკისკენ მიემართება“, - აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, ეს თეთრი სახლის ლიდერთან მიღწეული შეთანხმების შედეგია.
საზღვაო გადაზიდვების მონაცემების თანახმად, რუსული საწვავის გადატანა მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის საშუალებით ხორციელდება.
საშუალო ზომის ტანკერი Agioi Fanendes 22 ოქტომბერს რუსეთის ბალტიისპირა პორტ პრიმორსკში 40 000 ტონა ულტრა დაბალგოგირდიანი დიზელის საწვავით დაიტვირთა.
ტანკერი შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ 7 ნოემბერს ჩავა.
ცნობისთვის, ეს ტვირთი იქნება პირველი, რომლის იმპორტიც აშშ-ში მას შემდეგ განხორციელდება, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2022 წელს რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე სანქცია დააწესა.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განაცხადა, რომ დამატებითი ტვირთების გაგზავნა გაგრძელდება.
ტრამპთან შეთანხმების ფარგლებში რუსეთი დიზელის ექსპორტზე საკუთარი აკრძალვის მოხსნასა და საწვავის მსოფლიო ბაზრებზე, მათ შორის, აშშ-ში მიწოდებას დათანხმდა.