Loading data...
Reuters: ტრამპის მიერ მოკავშირეების მიმართ მკაცრი კრიტიკა აშშ-სა და ევროპას შორის უთანხმოებას აღრმავებს

უკანასკნელ კვირებში განვითარებული მოვლენები ოპტიმიზმის მიზეზი ვერ იქნებოდა მათთვის, ვინც მიიჩნევდა, რომ ევროპა შეძლებდა გამკლავებოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან რთულ ურთიერთობას, - ამის შესახებ იტყობინება Reuters.

ცნობილია, რომ ამერიკელმა ლიდერმა ამ კვირაში გააკრიტიკა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი  და მას „სრულიად არაეფექტური“ უწოდა. პენტაგონმა მოგვიანებით განაცხადა, რომ გერმანიაში განლაგებულ 36 400 სამხედროს 5 000-მდე შეამცირებდა და ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო მანქანებზე ტარიფებს გაზრდიდა, რაც ყველაზე მეტად გერმანიას დააზარალებს.

გარდა ამისა, ტრამპმა გააკრიტიკა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის „უინსტონ ჩერჩილი არ არის“ და დიდი ბრიტანეთიდან იმპორტზე „დიდი ტარიფების“ დაწესებით დაიმუქრა.

„ტრამპის თავდაცვის დეპარტამენტი ნატოს მოკავშირეების, რომლებიც აშშ-ის სამხედრო ოპერაციას ირანში მხარს არ უჭერენ, დასჯის იდეით გამოვიდა. კერძოდ, საუბარია ნატოში ესპანეთის წევრობის შეჩერებაზე და აშშ-ის მიერ ფოლკლენდის კუნძულებზე დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტის აღიარების გადაწყვეტილების გადახედვაზე“, - დასძინა „როიტერმა“.

ამ ფონზე, ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა ჟურნალისტებს განუცხადა:

„რბილად რომ ვთქვათ, ეს ნერვების მომშლელია. ჩვენ ყველაფრისთვის, ნებისმიერ დროს მზად ვართ“.