1752178497
უცხოეთი
Reuters: ტრამპი ბაიდენის გზას გაჰყვება და უკრაინას იარაღს გაუგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ პირველად გაუგზავნის კიევს იარაღს საპრეზიდენტო უფლებამოსილების ფარგლებში, რომელსაც ხშირად იყენებდა მისი წინამორბედი. იტყობინება „როიტერი“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეს აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უკრაინის დაცვის მიმართ ახალ ინტერესზე მიუთითებს. ტრამპის გუნდი განსაზღვრავს, ამერიკული მარაგებიდან რომელი იარაღის გაგზავნა შეიძლება უკრაინაში ამ პროგრამის ფარგლებში.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, იარაღის საერთო ღირებულება, შესაძლოა, დაახლოებით 300 მილიონი დოლარი იყოს.