1789825192
უცხოეთი
Reuters: საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა
საუდის არაბეთში, ერ-რიადის აეროპორტთან ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, საუდის არაბეთის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, ხოლო მოგვიანებით, ერ-რიადის აეროპორტის მახლობლად კვამლი დააფიქსირეს.
მანამდე, საუდის არაბეთმა გასულ ღამეს დედაქალაქ ერ-რიადის გარშემო პოტენციური საფრთხის შესახებ სატელეფონო გაფრთხილება გაავრცელა.
„როიტერის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ასევე, ჩანს შავი კვამლი, რომელიც საწვავის ავზების უკანა მხრიდან ამოდის, თუმცა ამ დრომდე უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქებები და რამდენად მასშტაბურია მისი ზიანი.
როგორც მედია წერს, ეს ერ-რიადის გარშემო გამაფრთხილებელი სიგნალის გავრცელების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც ივლისში იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ იერიშები განაახლეს.