Loading data...
Reuters: პუტინის წარმომადგენელი მაიამიში ტრამპის გუნდთან შესახვედრად გაემგზავრება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი,31 იანვარს, ფლორიდაში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებს შეხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს წყაროების ცნობით, შეხვედრები სამუშაო ხასიათის იქნება, თუმცა მათი დღის წესრიგი ოფიციალურად არ გახმაურებულა.

ამერიკელი წარმომადგენლების სახელები არ სახელდება. ისინი, სავარაუდოდ, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი არიან.